„ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც ამჟამად სპიკერატში იმყოფებიან, აცხადებენ, რომ გავრილოვს სასესიო დარბაზში დაბრუნების საშუალებას არ მისცემენ

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატები ელენე ხოშტარია, გიორგი კანდელაკი, სერგო რატიანი და ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სპიკერატში იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ სერგეი გავრილოვს სასესიო დარბაზში დარბუნების საშუალებას არ მისცემენ.

ამ წუთებში სასესიო დარბაზში არიან მათი კოლეგები ზაქარია ქუცნაშვილი და ადა მარშანია, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მათ მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენიათ ის, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდება.

ქართველი დეპუტატების კამათი ერთგვარ გაწევ-გამოწევაშიც გადაიზარდა. ადა მარშანია "ევროპული საქართველოს“ წევრებს პროვოკატორებს უწოდებს და მანდატურს სთხოვს, ისინი სხდომთა დარბაზიდან გაიყვანონ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული და სხდომის განახლება სწორედ ამ ინიცდენტის გამო ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას პრეზიდენტის რანგში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს