„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მეორე კომპაქტის მიღწევების პრეზენტაციას გამართავს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მიღწევების პრეზენტაციას „აშშ-საქართველოს პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“ გამართავს.

ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ორგანიზებით იმართება და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი სინტია ჰუგერი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ფონდის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მეორე კომპაქტით, 140 მილიონი დოლარის გრანტით განხორციელებული საგანმანთლებლო პროექტების შედეგების პრეზენტაცია. პარალელურად გაიმართება თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიღწევები დ შედეგები.

ღონისძიება საზეიმო მიღებითა და ქართველი და ამერიკელი შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას თბილისის ბიგ ბენდი (საქართველო) და გუნდი „Capitol Hill Chorale“ (აშშ) მიიღებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს