ლევან გოგიჩაიშვილი - ერთადერთი კარგი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა

პირველივე მოსახვევში უკვე ყველამ გაწირა პარლამენტის თავმჯდომარე, დაწყებული ქალაქის მერიდან დამთავრებული პარტიის თავმჯდომარით, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს ირაკლი კობახიძემ არ იცოდა, რომ სხდომის წამყვანი მის სავარძელში დაჯდებოდა, „ზღაპარია“.

„სხდომათა დარბაზში როდესაც ატარებ ღონისძიებას, ბუნებრივია, რომ სხდომის წამყვანი ჯდება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ამიტომ დაშვება, რომ კობახიძემ, სპიკერატმა არ იცოდა, ეს არის ზღაპარი. ჩვეულებრივი ზღაპარია, მათ ყველაფერი იცოდნენ.

ჯერ ეს ერთი ეტყობათ, რომ პირველივე მოსახვევში უკვე ყველამ გაწირა პარლამენტის თავმჯდომარე, დაწყებული ქალაქის მერიდან დამთავრებული პარტიის თავმჯდომარით. დღეს ერთადერთი კარგი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. მე ვფიქრობ, ამას არ უნდა დასჭირდეს რაღაცა დეპუტატების პროცედურები. იმიტომ, რომ თვითონ უმრავლესობაში არიან ადამიანები შეურაცხყოფილები“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია, როგორც ირაკლი კობახიძის, ასევე უმრავლესობის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა