კახა კალაძის განცხადებით, ვიღაცების „გაპრავება“ რომ არ გამოუვიდეს, ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თავად გააკეთებენ განმარტებებს

მე რომ არ გამომივიდეს ვიღაცების „გაპრავება“ და ასე შემდეგ, თვითონ ყველაფერს ახსნიან და ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, ვის ეკისრება მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა ირაკლი კობახიძემ , კალაძე აცხადებს, რომ მას წინასწარ ვინმეს „გაპრავება“, რომ არ გამოუვიდეს, ირაკლი კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი თავად გააკეთებენ განმარტებებს.

„ რაღაცების „გაპრავება“, რომ არ გამომივიდეს და არავინ არ ვაპირებთ ამას, ფაქტი რაც მოხდა არის ძალიან ცუდი. ირაკლი ახლა არ იმყოფება საქართველოში, როდესაც დაბრუნდება, არ ვიცი დღეს შეიძლება ჰქონდეს ჩართვა სატელევიზიო ეთერებში, განმარტავს ყველაფერს, ასევე ორგანიზატორი ვინც იყო, ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, განმარტავს ყველაფერს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო , ვინ სად უნდა მჯდარიყო , ვის უნდა წაეყვანა და ასე შემდეგ,“-განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის განცხადებით, „ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ასე დაგეგმილი ნამდვილად არ იყო და ასე არ უნდა მომხდარიყო“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია