ალეკო ელისაშვილი - დღეს ყველას შეგვაფურთხეს, ყველა ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს

დღეს ყველას შეგვაფურთხეს, ყველა ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ოპერის შენობის წინ განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წევრები და სხვა მოქალაქეები იკრიბებიან, რათა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობა გააპროტესტონ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ქართველი ხალხის მგრძნობელობას ზომავს ოკუპაციის მიმართ.

"ვითომ შემთხვევით დარბაზში იყო, ვითომ შემთხვევით სავარძელში ჩასკუპდა, ასე არ ხდება. ივანიშვილი და "ქართული იცნება" ზომავენ ჩვენს მგრძნობელობას ოკუპაციისადმი და ჩვენს მგრძნობელობას რუსეთისადმი. ალბათ, მივლენ იქამდე კობახიძე, მისი რაზმი და "ქართული ოცნება", რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადებენ ცხინვალსა აფხაზეთს. ამას საბრძოლო დაზვერვა ჰქვია მილიტარისტულ ენაზე, - განაცხადა ალეკო ელისშვილმა

ამასთან, აქციის მონაწილეები ოპერის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე იმყოფებიან, რაც ავტომობილების მოძრაობას აფერხებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს