ვატო შაქარიშვილი - ჩემი აქციაზე მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, შეუსაბამო და შეუთავსებელია ვაშაძესთან ერთად ვებრძოლოთ რუსეთს

ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, შეუსაბამო და შეუთავსებელია ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენების გაპროტესტება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გვერდით, დაუშვებელია.

„ისე, რომ არც დამამთავრებინეს სათქმელი, გადმოვიდნენ ძალადობაზე. კარგია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რას წარმოადგენენ. მე არ მგონია სწორი, იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვამოძრავებს, რუსული პასპორტი რომ უდევს ვაშაძეს, მის გვერდზე განცხადებებს ვაკეთებდე. მინდოდა, ხალხისთვის მომეწოდებინა, რომ რეალური მისამართი არის სხვაგან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ოკუპირებული აქვთ ხალხის ემოციები და განწყობები. დაუშვებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა, რომელიც პირდაპირ შემოუძღვა რუსულ ტანკებს ლამის თბილისამდე და გორამდე, ისევე როგორც დაუშვებელია „ქართულ ოცნებას“ გავუტაროთ ის, რაც გააკეთა. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ქართულ საზოგადოებას ვუთხრა, შეუსაბამო და შეუთავსებელია ვაშაძესთან ერთად, რომელსაც რუსული პასპორტი ჯიბეში აქვს, ვებრძოლოთ რუსეთს. მე მოვედი, ჩემი აზრი ვთქვი და გვცემეს, პოლიციამ ვერ დაგვიცვა. მიზანი - ვებრძოლო რუსეთს და მოქმედება - ეს გავაკეთო რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად - ეს არის შეუთავსებელი,“ - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შაქარიშვილის ამ განცხადებამ აქციის მონაწილეები გააღიზიანა, რასაც მის წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო