გიგი უგულავას განცხადებით, აქცია არ დაიშლება სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ირაკლი კიბახიძის, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნისა და ულტიმატუმის მიუხედავად, საათნახევრის შემდეგაც მთავრობის მხრიდან სიჩუმეა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პარლამენტის წინ უნდა იყოს მიღებული, ადვილი არ არის, მაგრამ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. მან აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების თათბირის შედეგად მიღებული გადაწყვეტილბა გააცნო.

"არსებულ მოთხოვნებს ემატება ის, რომ საქართელოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, ჩვენ არ უნდა მივცეთ არჩევნების მოპარვის საშუალება. უნდა გადადგეს ეს სამი გვამი.?!",-განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით ისინი დაშლას არ აპირებენ, ან მიაღწევენ აღნიშნული სამი პირის გადაყენებას, ან "თავის თავს" დააბრალონ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს