მიხეილ სააკაშვილი - მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს

მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ „ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ჩამოვიდნენ თბილისში „ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად“.

„მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო აქციის მონაწილეების გამბედაობის მიმართ, ძალიან მაგარი ხალხია. ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც ერთდროულად ეთერში უყურებს დაახლოებით 18 500 ადამიანი, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია საქართველოში ნებისმიერი „ფეისბუქ“ აუდიტორიისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და ქართველები მსოფლიოს მასშტაბით ფეხზე არიან. მე მინდა, მოვუწოდო რეგიონებიდან ჩვეულებრივ ადამიანებს, ყველას, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია ან იმ ხალხს, რომელიც არ მეთანხმება, ამას მნიშვნელობა არ აქვს: ყველანი უნდა გავერთიანდეთ, უნდა დაიძრათ თბილისისკენ ივანიშვილისთვის პასუხის გასაცემად. ვიცი, რომ სენაკიდან, წალენჯიხიდან, აჭარიდან მოდის ხალხი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა დავიძრათ საქართველოს დედაქალაქისკენ, რათა მოშორდეს ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებას. მოლდოვამ, სომხეთმა, უკრაინამ მოიშორეს, საქართველო არავიზე ნაკლები არ არის. თქვენ იცით, დაიძარით, ყველანაირ საორგანიზაციო დახმარებას აღგითქვამთ, მაგრამ ახლა უკვე ვისაც შეუძლია, თავისი რესურსებით უნდა დაიძრას უახლოეს წუთებში, უახლოეს საათებში. ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს, არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, თავი დაიძვრინოს აქედან“, - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია