სერგეი გავრილოვი - ზოგიერთმა ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მომიხადა

რუსმა დეპუტატმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა გუშინ განვითარებულ მოვლენების თაობაზე „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სასტუმროში, საპარლამენტთაშორიოსო ასამბლეის მუშაობის ნაჩქარევად დამთავრებისა და მოსკოვში გამგზავრების წინ მას რამდენიმე ქართველმა დეპუტატმა ბოდიში მოუხადა. ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად მან ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა.

გარდა ამისა, გავრილოვმა განაცხადა, რომ სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ მას ფიზიკურად შეეხნენ და უსაფრთხოების სამსახურმა ამის თავიდან აცილება ვერ შეძლო. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე მან დაადასტურა, რომ დაარტყეს, თუმცა სერიოზულად არ დაზარალებულა. მან მოითხოვა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოავლინოს ის ექსტრემისტები, მათ შორის ალბათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც მას ფიზიკური ანგარიშსწორებით, ასამბლეის დელეგატებს კი მოკვლით ემუქრებოდნენ და სათანადოდ პასუხი აგებინონ.

გავრილოვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ საქართველოში დაკრძალულია მისი ბაბუა და მან ვერ მოახერხა მის საფლავზე მისვლა ვიზიტის ვადამდე შეწყვეტის გამო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს