ალადაშვილის სახელობის კლინიკაში მოთავსებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და თავის ტვინის დაზიანება აქვს

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების დროს დაშავებული 28 ადამიანი რჩება.

როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, 28 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მისი ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის დაზიანება აღენიშნება და მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„სულ 28 პაციენტი შემოვიდა. აქედან ერთი მძიმედაა. რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე. თავის ტვინის დაზიანება აქვს და ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა“, - აღნიშნა ექიმმა.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ექიმის თქმით, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, შედარებით მსუბუქად არიან დაშავებულები და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ