რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაშავებულებიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ 11 პაციენტი რჩება, მათ შორისაა, გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაშავებულებიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის 11 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორისაა, გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განუცხადა.

როგორც კორძახია აღნიშნავს, კლინიკაში დარჩენილი პაციენტებიდან არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენთან შემოსული 20 პაციენტიდან ამჟამად 11 რჩება, ყველას მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, გრძელდება დაკვირვება და მკურნალობა. ერთი პაციენტი რჩება ინტენსიურ თერაპიაში მეთვალყურეობისთვის, მას რაიმე სახის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა არ აქვს.

რაც შეეხება დაშავებულ გოგონას, ის თვალის ამოღების შემდეგ პალატაშია გადაყვანილი. თვალი ორმა პაციენტმა დაკარგა“, - განაცხადა კორძახიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირიპირებისას 240 პირი დაშავდა, მათ შორისაა, 80 სამართალდამცველი. ნაწილი მათგანი სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, ნაწილი კი, სახლში გაეწერა.

"ნიუ ჰოსპიტალსში" 11 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის გოგონა, რომელმაც თვალი დაკარგა - რას ამბობს კლინიკის მთავარი ექიმი?

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს