რუსთაველის გამზირზე აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დილამდე გაგრძელდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გამთენიამდე გაგრძელდა. სასამართლო სხდომებს ესწრებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სასამართლო პროცესები ხარვეზებით მიმდინარეობდა.

„ხარვეზები გამოიკვეთა პროცესების მიმდინარეობისას, დაჩქარებული იყო პროცესები, არ ხდებოდა მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევა, ასევე პროცესის საჯაროობასაც ექმნებოდა საფრთხე, ვინაიდან ხმა არ ისმოდა და ძალიან რთული იყო გაგვერჩია მათ შორის, დაკავებულების სახელი და გვარი. თუმცა, საღამოსკენ ვითარება შეიცვალა, როგორც მეუბნებიან და მე თავადაც ვესწრებოდი ამ პროცესებს, სასამართლო დაკავებულებს ძირითადად, შენიშვნას უცხადებდა და ასევე ბევრი პროცესი გადაიდო ადვოკატების მოთხოვნით, იმის გამო, რომ დამატებითი მტკიცებულების მოპოვება და წარდგენა მოხდეს. ამიტომ პროცესები გაგრძელდება და ჩვენ დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები სასამართლოში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მსვლელობისას 305 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთაგან სასამართლომ ძირითად შემთხვევაში 9-დან 14 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, ნაწილის შემთხვევაში კი, ჯარიმა და სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენა. ადვოკატების უმრავლესობა დაკავებულ პირებს გუშინ უსასყიდლოდ უწევდა იურიდიულ დახმარებას.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს