აკაკი ცომაია რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვაზე - დანაკარგი სავარაუდოდ, მილიარდ დოლარამდე ავა და საგრძნობი იქნება

ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად დანაკარგი მილიარდ აშშ დოლარამდე ავა, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, აკაკი ცომაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მან რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აიკრძალება.

„დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ტურისტების დაახლოებით 25%-ს რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. ტურისტების შემოსვლის გარდა, რუსეთთან ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები მზარდი ტემპით ხასიათდებოდა. ბუნებრივია, ეს იმოქმედებს შემოსავალზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სწორედ ეს გათვლა ჰქონდა პუტინს, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება დანაკარგს, ვფიქრობ, ის მილიარდ აშშ დოლარამდეც ავა და საგრძნობი იქნება“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ამ დანაკარგის შესამცირებლად ზომებს ვერ მიიღებს, თუმცა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიც ეკონომიკის დივერსიფიცირებაა საჭირო.

„ნაკადების შემცირება გავლენას მოახდენს ჯავშანზე, სასტუმროებზე, საოჯახო მეურნეობებზე, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც ამ პერიოდში იყიდება. ამას უნდა შევეგუოთ. საერთოდ, საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რომ რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულება არ შეიძლება. ეს ქვეყანა არასანდოა, აბსოლუტურად ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის - ტურისტებსაც, სასურსათო პროდუქციასაც, ბუნებრივ რესურსებსაც. ამდენად, თუ გვსურს პროგრესი და ეკონომიკის განვითარება, უნდა ვეცადოთ დივერსიფიცირებას, ანუ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები არც რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ნაკადებზე, არც რუსეთის ბაზარზე, თუ როდის აგვიკრძალავს ღვინის ექსპორტს, არც რუსულ გაზსა და რუსულ ნავთობზე. უნდა ვეცადოთ, რუსეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაშიც შევძლოთ დივერსიფიცირება“, - აღნიშნა ცომაიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა