ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტის წინ აქციაზე დაშავებულები მოინახულა

ოკუპირებული ტრიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, 20 ივნისს დაშავებულები მოინახულა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მკურნალი ექიმებისგან მიიღო.

ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში 39 პირი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაციონარში მყოფ ყველა პაციენტს შესაბამისი სამედიცინო სერვისები მიეწოდება და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა