კახა კალაძე - აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა

აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა, - აღნიშნული შინაარსის განცხადება თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ გააკეთა. ვიდეო მიმართვაში, რომელიც კალაძემ გაავრცელა, მან მიმოიხილა ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.

„ის, რაც ვნახეთ პარლამენტში, იყო ძალიან ცუდი სანახავი ყველასთვის. ჩვენი მხრიდან მაშინვე გაკეთდა რეაგირება, გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადებები. თქვენ იცით ასევე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით, მან ეს ვიზიტი შეწყვიტა და მეორე დღეს დაბრუნდა საქართველოში. თვითონ ფაქტი ძალიან მძიმე იყო და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მეც ვიზიარებ ამ პასუხისმგებლობას, რადგან ვარ იმ გუნდის წევრი, რომელიც დღეს ქეყნის სათავეშია და პარტია „ქართული ოცნება“ ჰქვია და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ჩვენმა გუნდმა. მე ახლა არ დავიწყებ ახსნა - განმარტებების გაკეთებას, თუ ვისი ბრალი იყო, რატომ მოხდა, რატომ ჩატარდა სხდომათა დარბაზში ის სესია, რატომ იჯდა იმ კონკრეტულ სკამზე რუსი დეპუტატი. არ დავიწყებ არავისზე გადაბრალებას. ფაქტი, რომელიც მოხდა იყო ძალიან ცუდი და ჩვენი მხრიდან ჰქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება. პარლამენტის თავმჯდომარე დაბრუნდა თუ არა საქართველოში, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, გადადგა ღირსეული ნაბიჯი და დატოვა თანამდებობა. ასევე დატოვა დეპუტატის მანდატი იმან, ვინც უშუალოდ ორგანიზატორი იყო ამ ღონისძიების, ზაქარია ქუცნაშვილმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის გამართვით გამოწვეული მოვლენების გამო, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება