თბილისის კლინიკებში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული 23 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ზაზა ბოხუას თქმით, მათი უმრავლესობა კლინიკებს დღეს და ხვალ დატოვებს.

"რჩება ორი მძიმე პაციენტი, რომლებიც სტაბილურად მძიმედ არიან. მიდის სრული მონიტორინგი. გავდივართ კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს კოლეგებთან", - აცხადებს ზაზა ბოხუა.

ამასთან, იმ ორი პაციენტიდან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმედ შეფასდა, ერთ-ერთი მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე მათგანი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში.

რაც შეეხება დაშავებულების მხედველობის პრობლემას, ზაზა ბოხუას თქმით, ორი ცნობილი შემთხვევის გარდა, მხედველობა სხვა ყველა დაშავებულს შეუნარჩუნეს.

მინისტრის მოადგილემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გამოჩენილი ერთსულოვნებისთვის მინისტრისა და სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა