მამუკა მდინარაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს, განიხილავს თუ არა „ოცნება“ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას

ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს,- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, რომელიც ასევე, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

„მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის საფუძველი აბსოლუტურად სამართლიანად იყო სხვა, ამას მოარგეს თავისი პოლიტიკური მოთხოვნები, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ სხვა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ ყველაფერზე ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ კონკრეტულ გადადმულ ნაბიჯებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი თითოეული საკუთარი მოქალაქის აზრს უსმენს.

„აქ არ არის დათმობებზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ იქ დგანან და იდგნენ 90%-ზე მეტი გულწრფელი ადამიანების, რომლებიც იმ სურათს აპროტესტებდნენ, რომელიც ჩვენვე გავაპროტესტეთ. პირველი ჩვენ ვიყავით, რომლებიც აღგვაშფოთა იმ ფაქტმა, რომელიც პარლამენტში ვიხილეთ. ამაზე რეაგირებაც მოვაყოლეთ. მეორე მხარე - პოლიტიკური მოთხოვნები და ის, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას რომ ცდილობენ უპასუხისმგებლო დექსტრუქციული ძალები და სათავისო პოლიტიკური ინტერესები გატარებას, ეს არის რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება უსმენდა და მოუსმენს საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს კონკრეტულ პროტესტს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე“,- განაცხადა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა