ავთანდილ თალაკვაძე აქციაზე დაშავებულებზე - კლინიკაში მყოფი პაციენტების ჰემოდინამიკა სტაბილურია

კლინიკაში მყოფი პაციენტების ჰემოდინამიკა სტაბილურია,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძემ რეგიონულ ჰოსპიტალში პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას დაშავებული ადამიანები მოინახულა და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

„დღეის მდგომარეობით კლინიკაში რჩება 19 პაციენტი, რომელთაგან დღის განმავლობაში რამდენიმე გაიწერება. მართვით სუნთქვაზე იმყოფება ორი ადამიანი, მათი ჰემოდინამიკა არის სტაბილური და დადებითი. კლინიკის ექიმები მუდმივ მზადყოფნაში არიან და ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პაციენტთან დაკავშირებით აწარმოებს მუდმივ მონიტორინგს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა