დავით უსუფაშვილი - ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე

ბიძინა ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს.

„როდესაც ხალხს წინ ახალგაზრდობა მიუძღვება, გამარჯვება კიდევ უფრო სწრაფად მიიღწევა. „ქართულმა ოცნებამ“ 5 წლის განმავლობაში გაუძლო ყველა დაწოლას, მაგრამ უძლური აღმოჩნდა ხალხის მშვიდობიან და სამართლიან პროტესტთან.

ივანიშვილის მზაობა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იხსნება სხვა მოთხოვნები. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვხვდებით ივანიშვილის ჩანაფიქრს - უბარიერო არჩევნებით მას სურს პოლიტიკური სპექტრის სუპერ-ფრაგმენტაცია პრინციპით „დაშალე და იბატონე“. მაგრამ ამ გამოწვევას აქვს პოზიტივიც. მოხდება ბუნებრივი გადარჩევა პოლიტიკურ სპექტრში და ხალხი თვალნათლივ დაინახავს ვინ ზრუნავს ქვეყანაზე და ვინ - საკუთარ თვითდასაქმებაზე.

ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება-განხილვის, ისევე, როგორც პარლამენტში 250 000 მოქალაქის მიერ უკვე შეტანილი ცვლილებების განხილვის პროცესში კიდევ ბევრი დეტალი იქნება დასაზუსტებელი და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის