უეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსული მხარის მიმართვას უპასუხა

უეფამ ანტისაოკუპაციო მაისურებთან დაკავშირებით რუსული მხარის მიმართვას უპასუხა. ამის შესახებ როგორც sportall.ge რუსული გამოცემა championat.com-ზე დაყრდნობით წერს.

უეფაში აღნიშნულ გამოცემას განუცხადეს, რომ სადამსჯელო სანქციები მათ კომპეტენციაში არ შედის.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოქმედება განვითარდა შიდა ჩემპიონატში, სადისციპლინო ზომების გატარების უფლება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს აქვთ. უეფას იურისდიქციაში მხოლოდ იმ საკითხთა განხილვა შედის, რომლებიც მისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ხდება“, - უპასუხეს championat.com-ს უეფაში.

ქუთაისის "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე ანტისაოკუპაციო მაისურებით გავიდა. შემდეგ მათ სხვა ქართული კლუბებიც შეუერთდნენ. აღნიშნულმა მოქმედებამ რუსებში პროტესტი გამოიწვია და დუმის დეპუტატმა უეფას ქართველი ფეხბურთელებისა და კლუბების დასჯა მოსთხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა