მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი ლადო კახაძეს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან იოსელიანი, ლადო კახაძეს მიმართავს. "ხვალ, ლადო კახაძის უფლებამოსილებას ცნობენ პარლამენტის სესიაზე. კარგი იქნება, თუ ვინმე დაინტერესდება და ჰკითხავს აზრს იმ სისხლიან მოვლენებზე, რომელიც მის მაჟორიტარულ ოლქში, რუსთაველზე დატრიალდა. გამოთქვა თუ არა მან საჯარო ან თუნდაც შიდაპარტიული პროტესტი იმ ხელისუფლებისადმი, რომელმაც დაასახიჩრა და დააბრმავა მისი შვილიშვილის თანატოლი ბავშვები. მაინტერესებს, მოინახულა თუ არა როგორც ექიმმა დაშავებულები და უთანაგრძნო თუ არა ახალგაზრდებს, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ. მისგან, როგორც მთაწმინდის ოლქის წარმომადგენლისგან პარლამენტში, მოვითხოვ საჯაროდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია" - ნათქვამია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

ინფორმაციას "სამოქალაქო მოძრაობა“ ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს