სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, ბათუმში მასტერკლასი -  „როგორ შევქმნათ 5- ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების  სისტემა“ გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, MCI Group - Management Consulting Investment-თან პარტნიორობით, ბათუმში გაიმართება მასტერკლასი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5- ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“. თემის ფარგლებში განიხილული იქნება აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, მასტერკლასს გაუძღვება საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად მომსახურების და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში. მაიკლ ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც უკავშირდება აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, მაიკლს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს