კლინიკებში 20-21 ივნისის მოვლენებისას დაშავებული 15 მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას, 2 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული პირებიდან კლინიკებში 15 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საავადმყოფოში მყოფი პირებიდან ორი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"ამ დროისთვის, კლინიკებში მკურნალობას 15 პაციენტი განაგრძობს, მათგან ორი, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა