ბაჩანა შენგელია - ვსვამ კითხვას:  ხომ არ იყო ია კერზაიას საქმე შეთანხმებული შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვითხოვ ამის გადამოწმებას

ვსვამ კითხვას: ხომ არ იყო ია კერზაიას საქმე შეთანხმებული შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვითხოვ ამის გადამოწმებას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბარში ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ გააკეთა.

„ია კერზაიას დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ გადაწყვიტა ია კერზაის ოჯახის წევრებთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ჰქონდა პირადად გიორგი გახარიასგან პირობა, რომ არჩევნების დამთავრებისთანავე გახარია მოაგვარებდა ამ საქმეს. ოთხი ადამიანი ესწრებოდა ამ შეხვედრას. მივამრთავ სამართალდამცველ ორგანოებს, ამ ადამიანებს აქვთ მიცემული ჩვენება სახალხო დამცველისთვის, არსებობს ოქმი. ეს ადამიანები ამბობენ და ადასტურებენ, რომ გუბერნატორს ჰქონდა კონსულტაციები შინაგან საქმეთა მინისტრთან. მე ვსვამ კითხვას, რატომ დაურეკა გუბერნატორმა შინაგანს საქმეთა მინისტრს, როდესაც საქმე ეხებოდა სკოლის შემოწმებას?! ხომ არ იყო პოლიტიკურ აქტი და ხომ არ იყო ეს შეთანხმებული შინაგან საქმეთა მინისტრთან?! მე ვითხოვ, რომ ეს გადამოწმდეს“- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა