მიხეილ ყაველაშვილი - გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას

გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლისღვრას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, პროცესებზე გავლენას ახდენდა ოპოზიცია, რომელიც პროვოკაციული მეთოდებით ცდილობდა პარლამენტში შეჭრას და 2003 წლის რევოლუციის სცენარის განმეორებას.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებითვე, ხელისუფლება გრძნობს თავის პასუხისმგებლობას, რის გამოც თანამდებობდა დატოვა ირაკლი კობახიძემ. რაც შეეხება შესაძლო გადაცდომისა და ძალის გადამეტების ფაქტებს, ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ხელს არავის აფარებს.

„მე ვუყურებდი ამ პროცესებს, მე ნანახი მაქვს რა ხდებოდა წარსულში, რომ არა გიორგი გახარია, დაიღვრებოდა სისხლი. გიორგი გახარიამ გადაგვარჩინა სისხლის ღვრას. „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა შემოჭრილიყვნენ პარლამენტში, მათი რამდენიმე წარმომადგენელი აქტივისტებთან ერთად შენობაში იმყოფებოდა და გაღიმებულები უყურებდნენ პროცესებს, რადგან სურდათ, რომ ეს ადამიანები შემოჭრილიყვნენ, განლაგებულიყვნენ პარლამენტში, როგორც ეს გააკეთეს 2003 წელს. თქვენ ხედავთ, რომ პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება. ისინი ითხოვენ კონკრეტულ კადრებს და ფოტოსურათებს, თუ როგორ ხდებოდა აქციის დაშლა. დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა