ნათია თურნავა - ვმუშაობთ ტურიზმში არსებული გამოწვევების განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე

„ამ ეტაზე ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთნ გვაქვს საქმე, კვლავაც ვფიქრობთ, რომ მოკლევადიან რყევაზეა საუბარი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება ტურიზმში არსებულ ვითარებას, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ვერ აისახებოდა ლარის კურსზე. ვფიქრობთ, ამას არ მივიყვანთ იქამდე, რომ ეს გამოწვევა სერიოზულ პრობლემას შექმნიდეს. აქტიურად ვმუშაობთ მისი განეიტრალების და შერბილების ღონისძიებებზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიზნესს ზარალი შეურბილდეს და სამოქმედო გეგმა ზუსტად პასუხობდეს მათ მოთხოვნებს.

„ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად შევინარჩუნოთ რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმის სათქმელად, რომ საქართველო არის და იქნება უსაფრთხო ტურიზმისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს