20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან, ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან, ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება.

აღნიშნულის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. მათგან ერთი, შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში ჩაიხსნას. დღის ბოლომდე კი, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს.

ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა