ზუგდიდის ყოფილს მერს და ვიცე მერს ორ-ორი წლით პატიმრობა მიესაჯათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე მერი გია გულორდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მათ ორ-ორი წლით თავისუფლების აღკვეთა და ოთხ-ოთხი წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.

ზუგდიდის ყოფილ მერი და ვიცე მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების ბრალდებით გასული წლის ნოემბერში დააკავეს. ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული იყო მერიის მაღალჩინოსანი თენგიზ ქობალიაც და ხუტა ბაღათურია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს