სერგეი გავრილოვი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა, მიღება ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, ჩვენ თქვენს ფორუმს ველოდებითო

მე ვკითხე კიდეც, ხომ არ სჯობს ნაკლებად პომპეზურად, მოკრძალებულად შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ფორუმი, თუმცა მითხრეს, რომ ღონისძიება აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდესო, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის ტელეარხ „ენ-ტე-ვეს“ გადაცემაში „შეხვედრის ადგილი“ საქართველოში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ რუსული დელეგაცია არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიღებული ჰქონდა სხვადასხვა გარანტიები, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები.

„ჩვენ არ ველოდებოდით ასეთ ვითარებას, ორი გარემობიდან გამომდინარე. პირველი ის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ საკუთარი სტუმარ-მასპინძლობის დემონსტრირება მოახდინა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ მითხრა - მიღება ყველაზე მაღალ დონეზე იქნება, ჩვენ ველოდებით თქვენს ფორუმს, ის ძალიან დადებითად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტისა და რეიტინგის აწევაზე. იყო ასევე წერილობითი გარანტიები უსაფრთხოებაზე და სტუმარ-მასპინძლობაზე. მე ვკითხე კიდეც, ხომ არ სჯობს ნაკლებად პომპეზურად, მოკრძალებულად შევიკრიბოთ და ჩავატაროთ ფორუმი, თუმცა მითხრეს, რომ ღონისძიება აუცილებლად პარლამენტში უნდა ჩატარდესო“, - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

ამასთან, რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, დელეგაციის წევრებს ასევე შესთავაზა ქართულმა მხარემ, რომ „საქართველოში მეუღლეებთან და შვილებთან ერთად ჩასულიყვნენ“.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა