აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - გითხარით, ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით

ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. ბობოხიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ხელწერა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი არ არის.

„ჩვენი გუნდის ხელწერა არ არის რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა როცა რუსთაველის პროსპექტზე რეზინის ტყვიების წვიმა იყო და გაზით იყო დაფარული მთელი რუსთაველი. ამით დავამთავროთ, რომელი გუნდის ხელწერა რა არის. ერთმანეთზე უარესები ვართ-თქო გითხარით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ გაგვასწარით, ეს არის ამ ქვეყნის უბედურება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს