ნიკა მელია - პარლამენტის პლენარულ სხდომას დავესწრები

მე არ დავესწრები კომიტეტების სხდომას, მე დავესწრები პლენარულ სხდომას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებიათ, სახელმწიფო ბრალდებას, მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება არ აქვს.

“რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას? ახლა ვუსმენდი პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც თხოვნით საუბრობს, რომ იქნებ გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილოთო. ეს გენერალური პროკურორი ჩვენ დავარქვით რომ გენერალური პროკურორია, თორემ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის რაღაც იურისტია", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს დღეს საპარლამეტო უმრავლესობა, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „მტერს არ ვუსურვებ, მათ ადგილზე ყოფნას“.

იხილეთ ვიდეო

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია