პარლამენტის შენობასთან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

პარლამენტის შენობასთან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შესაძლო შეჩერებისა და მისი შესაძლო დაპატიმრების შესახებ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნულს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და აღნიშნავენ, რომ პროცესები მთლიანად პოლიტიზირებულია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პროცესი მთლიანად გაცდა სამართლებრივ ჩარჩოს. “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მითითებით სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც დააპატიმრონ.

“ეს საქმე არანაირ შემხებლობაში არ არის სამართალთან. ეს პროცესები, რომელიც ნიკა მელიას უკავშირდება, მთლიანად პოლიტიზირებულია, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, გამოძიება დაეყრდნო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არიან სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები. როდესაც რეჟიმი ცდილობს გადარჩენას, არაფერია გამორიცხული. მათ შორის, არ გამოვრიცხავ სხვა ოპოზიციონერების დაპატიმრებასაც”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პარლამენტის შენობასთან, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს