"აიპლიუსის" კომუნიკაციის მენეჯერი - მძარცველმა ჩვენი კონსულტანტი რამდენიმე წუთით მძევლად აიყვანა, თანხას და ტექნიკას ითხოვდა

სამართალდამცველებს პირი, რომელიც პეკინის ქუჩაზე "აიპლიუსის" მაღაზიის გაქურდვას ცდილობდა, საგამოძიებო ორგანოში ამ დრომდე არ გადაუყვანიათ და ჯერ კიდევ შემთხვევის ადგილზე ჰყავთ.

როგორც "აიპლიუსის" კომუნიკაციის მენეჯერმა გოგა თირქიამ განაცხადა, მძარცველმა მძევლად აიყვანა "აიპლიუსის" ერთ-ერთი თანამშრომელი და თანხას და ტექნიკას ითხოვდა.

„რამდენიმე წუთის წინ მძარცველი შემოიჭრა ჩვენთან, ცივი იარაღი ჰქონდა, მძევლად აიყვანა ჩვენი ერთი კონსულტანტი, ითხოვდა თანხას და ტექნიკას. ადგილზე მოვიდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც დაიკავეს ეს პირი. მიმდინარეობა გამოძიება და შემოწმება ექსპერტების მიერ", - განაცხადა გოგა თირქიამ.

მისი თქმით, ამ დროისთვის იკითხება დაკავებული და ყველა ის თანამშრომელი, ვინც ამ ინციდენტს ესწრებოდა.

რაც შეეხება ზარალს, მისი თქმით, დაზიანებულია ტექნიკა: აიპადები, აიფონები და მაკები, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.

მისივე ინფორმაციით, მძევლად აყვანილ გოგონას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს, თუმცა ფსიქოლოგიურ სტესშია.

გოგა თირქია აცხადებს, რომ თანამშრომლებს მძარცველი მაღაზიაში ადრე არაერთხელ უნახავთ და ის მომხმარებელი ეგონათ.

ერთ-ერთი თვითმხილველი კი აცხადებს, რომ მძარცველი მაღაზიაში ტექნიკას ლეწავდა.

"ფულს და ტელეფონს ითხოვდა, ყველაფერს ლეწავდა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

Iplus-ი აქვეყნებს კადრებს, რომელშიც ჩანს პირი, რომელიც მიბჯენილი დანით დაატარებს Iplus-ის გამყიდველ გოგონას და ნივთებს ამსხვრევს

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს