ნათია თურნავა ყაზახური ავიაკომპანიის Air Astana-ს პრეზიდენტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავამ ყაზახური ავიაკომპანიის Air Astana - ს პრეზიდენტს, პიტერ ფოსტერს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება და ყაზახური ავიაკომპანიის გეგმები საქართველოში საქმიანობის შესახებ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „Air Astana“ წარმატებით მუშაობს საქართველოს ბაზარზე და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი