მეტროსადგურ „ნაძალადევში“, ვაგონში დაკვამლიანების გამო, მოძრაობა შეფერხებული იყო

მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში დაკვამლიანების გამო მოძრაობა მცირე ხნით შეფერხებული იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრავი შემადგენლობის ერთი ვაგონი გაუმართავი იყო.

„აღნიშნულის გამო მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, რის გამოც მოძრაობა 6 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. მთლიან შემადგენლობას პრობლემა არ ჰქონია, მხოლოდ ერთი ვაგონის გაუმართავობა დაფიქსირდა. მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან. ასევე გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა, რის გამოც გამოძახებულ იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას შესაბამისი პირველადი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს