ირაკლი აბესაძე - პროკურატურა მოვიდა ორი ცარიელი ფურცლით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე და უმრავლესობის წევრებს მოუწიათ ნოტარიუსის როლში ყოფნა

პროკურატურა მოვიდა ორი ცარიელი ფურცლით, ყოველგვარი მტკიცებულებების, დასაბუთების გარეშე და უმრავლესობის წევრებს მოუწიათ ნოტარიუსის როლში ყოფნა, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს პასუხები საზოგადოების სამართლიან მოთხოვნებზე და ის მუდამ აგრესიულია პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.

„ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება, როდესაც გონია, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, რაღაც პოლიტიკური სასამართლოს მოწყობით პარლამენტში და უარგუმენტოდ დეპუტატის ციხეში გაშვებით უპასუხებს იმ აქციის მოთხოვნებს, რომელიც 1 კვირაა, რაც მიმდინარეობს. მთავარი მოთხოვნა იყო და რჩება, რა თქმა უნდა, გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იმ სისხლიან დარბევაზე, რომელიც მან მოუწყო მშვიდობიან დემონსტრანტებს“, - განაცხადა აბესაძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს