რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოსკენ ავიაბილეთების ფასი გაიზარდა

ავიაბილეთების ფასი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დაახლოებით მესამედით, უფრო ზუსტად 34%-ით გაიზარდა. „РБК“-ს ინფორმაციით, ყველაზე იაფი ბილეთი ამჟამად 7 ათასი რუბლი ღირს, გადაჯდომით - 9,5 ათასი. ფასების ზრდის მიზეზად დასახელებულია ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესება და პუტინის მიერ ავიაგადაზიდვების მიმდინარე წლის 8 ივლისიდან აკრძალვა.

პირდაპირი ფრენის ფასი ეხება 8 ივლისამდე პერიოდს. გადაჯდომით 8 ივლისის შემდეგ.

შეკვეთებს ძირითადად იღებენ „თურქეთის ავიახაზები“ სტამბოლის გავლით და AZAL-ი ბაქოს გავლით. არის შეკვეთები საქართველოს ავიახაზებშიც, რომლებსაც ჯერ არ გაუუქმებიათ ფრენები, თუმცა, გადაჯდომით საქართველოში ჩამოსვლაზე ყველა ტურისტი არ არის თანახმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს