სოფლის რწმუნებული - არ ვიცი, როგორ მოხვდა იქ გადაჭრილი თოფი, რომელიც ბავშვმა აიღო და შემთხვევით გაისროლა, მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული

მესტიაში, 51 წლის მამაკაცს, რომელიც შვილის მიერ იარაღიდან შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა, ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოფელ იდლიანის რწმუნებულმა ბეჟან ჭკადუამ განუცხადა. რწმუნებული ამბობს, რომ მან მომხდარის დეტალები არ იცის.

„მესტიაში მამა „მაგთიკომის“ საბაზო სადგურში მუშაობდა, იქ იყო შვილთან ერთად მისული. არ ვიცი როგორ მოხვდა იქ გადაჭრილი თოფი, რომელიც ბავშვმა აიღო და შემთხვევით გაისროლა. იმ მომენტში იქ არავინ არ იმყოფებოდა. ბავშვი უკვე დაკითხულია და ახლა სახლშია“, - ამბობს ბეჟან ჭკადუა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა