მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმერეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ქუთაისსა და სამტრედიაში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნგრევადი ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები ოჯახების განსახლება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„245 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები წლის ბოლომდე გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა