გრიგოლ გიორგაძემ ქუთაისსა და წყალტუბოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილი ოჯახების განახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოში, 2019 წლის ბოლოს დასრულდება ორი კორპუსის მშენებლობა, სადაც ბინა 140 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

„დამატებით, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს 420 ოჯახი მიიღებს.

ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები, წლის ბოლომდე, 245 დევნილ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 480 იძულებით გადაადგილებული ოჯახის განსახლების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.

დევნილ ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსში ბინები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ,” - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე