პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შეკრებილებს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რეკომენდაცია მისცა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა შეკრებილებს პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რეკომენდაცია მისცა.

„ჩემს მეგობრებს ვთხოვე, შეემუშავებინათ რეკომენდაციების გეგმა, თუ როგორ დავიცვათ მშვიდობიანი მანიფესტაცია ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული არეულობისგან. რეკომენდაციებია, რომ პროვოკაციების საწინააღმდეგოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში არავის აჰყვეთ, არ შეეპასუხოთ. თუ მოახერხებთ, დააფიქსირეთ ფოტოზე თუნდაც მსუბუქად დესტრუქციული ქცევის ადამიანები და გამოგვიგზავნეთ, გვაცნობეთ ატეხილი დაპირისპირების შესახებ, თუ სადმე დაინახავთ, უცხო ადამიანებისგან არ აიღოთ არანაირი ნივთი, რადგან ამას მერე სამთავრობო მედია ორგანოები იღებენ და ატრიალებენ, იყო ამაში რამდენიმე შემჩნეული და აღვკვეთეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ იქით, სადაც შენიშნავთ სამთავრობო მედიას და მათ მოულოდნელ გადაადგილებას, რადგან სამთავრობო მედიამ წინასწარ იცის, სად უნდა მოხდეს პროვოკაცია. რაც მეტია დემონასტრანტი, იქ ნაკლებია პროვოკაციის შესაძლებლობა", - განაცხადა დიღმელაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გამო იგეგმება მანიფესტაციები, თუმცა ეს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციისგან დამოუკიდებელია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს