ნიკა მელიას ინფორმაციით, პროკურატურიდან არავინ შეხმიანებია

ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველა, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაეკეთებინა ის, რაც შესაბამისობაში მოდიოდა მის სურვილთან, რბილად რომ ვთქვათ არ ინანებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განუცხადა. მისი განცხადებით, იმ დეპუტატთა ქმედება, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს მისი სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, მისასალმებელია.

ამასთან, ნიკა მელია განმარტავს რომ მას პროკურატურიდან არაფერი მიუღია და არც არავინ შეხმიანებია.

„პროკურატურიდან არაფერი მიმიღია, არც ზარი დაფიქსირებულა და სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია ამ ყველაფერზე. ერთ დეპუტატს მოუხსნეს იმუნიტეტი, მაგრამ 91 დეპუტატმა ამ ყველაფრით ჩამოიხსნა ნიღაბი. მისასალმებელია იმ დეპუტატთა ქმედება, ვინც მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა. ვფიქრობ, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველა, ვინც საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაეკეთებინა ის, რაც შესაბამისობაში მოდიოდა მის სურვილთან, რბილად რომ ვთქვათ არ ინანებს, "- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს