უცხოური მედია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს ეხმაურება

უცხოური მედია ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს ეხმაურება. გუშინ პარლამენტში გამართულ კენჭისყრასა და მის შედეგებზე ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებები წერენ, როგორიც არის: The New York Times, Associated Press, ABCnews, CBS, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ და რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო. დასავლური მედია წერს, რომ ნიკა მელია 20 ივნისს გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზებაშია ბრალდებული, რომელიც დემონსტრანტებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდა.

დასავლური მედია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან ასამბლეის მონაწილეებისთვის რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვა გახდა.

იხილეთ ვიდეო

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს