21 წლის გოგონას ლეღვის ნახარშის გადავლების შედეგად, სხეულის 25% აქვს დამწვარი

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ლეღვის ნახარშის გადავლების შედეგად, 21 წლის გოგონას სხეულის 25% აქვს დამწვარი. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც ქაშიბაძემ „ინტერპრენსიუსს“ განუცხადა, წელს, ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის პირველი შემთხვევაა და იმედს გამოთქვამს, რომ უკანასკნელი იქნება.

„წელს პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ლეღვის ნახარშით დამწვრობის. იმედია, უკანასკნელია. 21 წლის გოგონას ქვემო კიდურებზე აქვს დამწვრობა და სხეულის 25% აქვს დამწვარი. მესამე ხარისხის დამწვრობაა“, - აღნიშნა ქაშიბაძემ.

მისი თქმით, პაციენტის მკურნალობას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

„ლეღვის ნახარში ორი დღის წინ წაისვა, შემდეგ თითნებურად სახლში მკურნალობდა და გაურთულდა, ამის შემდეგ მოიყვანეს დამწვრობის ცენტრში“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა