ბიძინა გეგიძე - უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება - რას ველოდები, ხომ არ ვიმარჩიელებ?

უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა ყველაფერზე შეიძლება. რას ველოდები, ხომ არ ვიმარჩიელებ? - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა, რომ მას უმრავლესობიდან გარიცხავენ.

ბიძინა გეგიძის თქმით, მას განსხვავებული აზრი რეგრესად არ მიაჩნია.

“პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, როცა ამას თვლის საჭიროდ”,-აცხადებს გეგიძე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, რომელმაც ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ბიძინა გეგიძეა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა გეგიძემ დაუდასტურა.

იმ დროს, როდესაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხს კენჭს უყრიდნენ, ბიძინა გეგიძე შენობაში იმყოფებოდა, თუმცა რეგისტრაცია არ გაუვლია.

პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის რომან კაკულიას, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს. ამასთან, მარიამ ჯაშს და ბიძინა გეგიძეს არც რეგისტრაცია გაუვლიათ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს