პროკურორი - მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მომწეებზე შესაძლო ზემოქმედების და მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის სახით

მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების, ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რითაც განმარტა ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიზეზები, ნიკანორ მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ლოგიკურია, რომ ნიკა მელიამ მოწმე პოლიციელებზე ზეწოლა შეძლოს, ამირან გულუაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საქმეში არსებული მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არ არიან.

„საქმეში არ მოიპოვება მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები. საქმეზე დაკითხულია ათობით მოწმე, არამხოლოდ სამართალდამცველები, არამედ ის პირებიც, რომლებიც აქციაზე იყვნენ მისული და წარმოადგენდნენ მოქალაქეებს.

დღეს ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ბრადებულ ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. აღნიშნული შუამდგომლობა ჩვენ მიერ დასაბუთებულია რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით. მხედველობაში ვიღებთ იმ საფრთხეებს, რაც არსებობს მომწეებზე შესაძლო ზემოქმედების, ნიკანორ მელიას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის სახით. ასევე, მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ მან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო დაარღვია. გარდა ამისა, მიუხედავად კანონისმიერი ვალდებულებისა, გუშინ არ გამოცხადდა ბრალდების შესახებ დადგენილების გასაცნობად და ჩასაბარებლად.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურა გულისხმობს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების შეფასებას და იმის განსაზღვრას, რამდენად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად, ყველა ეს საკითხი დეტალურად იქნება განხილული“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ამასთან, პროკურორი ამირან გულუაშვილი უარყოფს, რომ მელიას საქმეში ერთ-ერთი მოწმე ალექსი ბუიშვილი კირკიტაძის საქმეშიც ფიგურირებდა.

„კირკიტაძის საქმეში მისი მოწმედ დაკითხვა არ მომხდარა. თუ დაცვის მხარეს გააჩნია სხვა ინფორმაცია, იმედს ვიტოვებთ, რომ წარმოადგენს რაიმე დამადასტურებელ დოკუმენტს,“ - აღნიშნა პროკურორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა