მამუკა მდინარაძე - ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე, ერთი - ნიკა მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და ეს იყო ბინძური ტყუილი და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია

რეალურად ორი რამ აღმოჩნდა სიმართლე. ერთი სიმართლე ის, რომ თურმე ნიკა მელია გუშინ არავის დაუპატიმრებია და ეს იყო სპეკულაციური, ბინძური ტყუილი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს და სასამართლო ნამდვილად დამოუკიდებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მისი თქმით, სასამართლოს მიმართ რამდენიმეწლიანი ანტიპიარი მიმდინარეობს, თუმცა დამტკიცდა, რომ ის დამოუკიდებელია. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბინძური მესიჯი გაავრცელა, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია.

„სიმართლე არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და სიმართლე არის კიდევ ერთი, რომ გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოატყუა ქართული საზოგადოება და ძალიან სპეკულაციური, ბინძური მესიჯი გაუშვა, სადაც ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია. ხომ აღმოჩნდა დღეს რომ ეს ტყუილი იყო?! ანუ რასაც ვიმეორებდით, ის არის მართალი. საქართველოს პარლამენტმა გასცა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობასთან დაკავშირებით მიემართა პროკურატურას სასამართლოსათვის. სასამართლომ გადაწყვიტა ასე - გირაო მკაცრი პირობებით, ე.წ. ამ შემთხვევაში შინაპატიმრობა, ეს აღკვეთის ღონისძიება არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ გირაო მკაცრი პირობებით პრაქტიკულად ამას ნიშნავს“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის ნიკა მელიას პოლიტიკური განეიტრალება, როცა მას საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით შეზღუდვები უწესდება, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს სპეკულაციური საკითხია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოხსნა გუშინდელი მესიჯი, თითქოს გუშინდელი ნათქვამი დაავიწყდება ყველას, რომ თურმე დაგვიპატიმრებია, ხომ აღმოჩნდა ტყუილი?, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი