აქციის მონაწილეებმა საბჭოთა საქართველოს დროშას ცეცხლი წაუკიდეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეცენტრისკენ მიემართებიან, საბჭოთა საქართველოს დროშას ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ძირს დააგდეს. მას სკუტერით მოსიარულე ახალგაზრდებს გადაუარეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს ჟესტი იყო იმის გამოხატულება, რომ "საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს". მსვლელობა ხმაურითა და შეძახილებით იმართება.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეებმა საბჭოთა კავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდეს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025