პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები უმრავლესობის მიერ უკვე ინიცირებულია

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარების თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული.

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს რეგისტრაციისთვის დღეს წარედგინა და ინიცირებისთვის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა.

მისივე თქმით, პროექტის ინიციატორი უმრავლესობის 80-ზე მეტი დეპუტატია.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, პროექტის სესიაზე გატანამდე მისი საჯარო განხილვები გაიმართება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები უმრავლესობის მიერ უკვე ინიცირებულია

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს