კარლ ბილდტი - რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს, ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს

რუსეთი საქართველოზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს. ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს, - აღნიშნული განცხადება შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გააკეთა.

ბილდტმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტი გააზიარა, რომელითაც ერიკ ჰუგი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვარზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვას ეხმაურება.

„საჰაერო მიმოსვლა და ქართული ღვინის იმპორტი შეჩერებულია“, - წერს კარლ ბილდტი.

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერილ პოსტში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტზე დაწესებული შეზღუდვების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილა მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და აზიანებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა